პანორამა თბილისი
თაბორი - სასტუმრო და გოლფ კლუბი
სამშენებლო კომპანია: ანაგი
დამკვეთი: შპს" თაბორი რიზორთსი"
"პანორამა თბილისის" კომპლექსის - სასტუმროს და გოლფ კლუბის მშენებლობა თაბორის ქედზე მიმდინარეობს.
400 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა.
შენობის მონოლითური მზიდი კონსტრუქციების ძირითადი ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს Doka- ს ბრენდის საყალიბე სისტემებით.
მონოლითური ფილის ბეტონირებითვის გამოიყენება Doka-ს სივრცული ხარაჩოს სისტემები და Doka-ს ბრენდის საყალიბე ინვენტარი.
სივრცული ხარაჩო Staxo 100- ით დაბეტონდა 15 მეტრი სიმაღლის სართულის ფილა.
ვერტიკალების ბეტონირებისთვის კი გამოყენებულია საყალიბე სისტემა Doka Framax Xlife.
გამოყენებული სისტემები:
- სივრცული ხარაჩო - Doka Staxo 100 / Staxo 40
- საყალიბე სისტემა - Doka Framax Xlife
- სამშენებლო კოჭი - Doka H20 eco
- სამშენებლო დგარი - Doka Eurex 20 eco
დაწყების თარიღი: 2017
/დასრულების თარიღი: 2019