DokaXlight

კედლის სისტემა
ულტრამსუბუქი დაყალიბება ამწის გარეშე! შეამცირე დატვირთვა DokaXlight-თან ერთად.

კედლის ყალიბი DokaXlight -  ახალი შენობებისა და შენობების განახლებისთვის!
 22,6 კგ წონით მთავარ პანელზე (0,75 x 1,50 მ), DokaXlight-ის მტკიცე ყალიბი არის ადვილად გამოსაყენებელი ნებისმიერი ტიპისა და ზომის ბეტონის კომპონენტებისთვის და ზოგავს ხარჯებს.
მოცემული ყალიბის მართვა შესაძლებელია ერთი ადამიანის მიერ და არ საჭიროებს აწევას ამწეს დახმარებით, შესაბამისად, სამუშაო მიმდინარეობს უფრო სწრაფად და რესურსები გამოიყენება უფრო ნაყოფიერად.
ბეტონის მაქსიმალური წნევაა 50 კნ/მ2 კედლის ყალიბისთვის, ხოლო, კოლონის ყალიბისთვის 75 კნ/მ2, რაც ამ სისტემას ხდის იდეალურს მაღალი სიჩქარით ჩამოსხმისთვის.
 

ᲔᲠᲒᲝᲜᲝᲛᲘᲣᲚᲘ 

  • მარტივი დაყალიბება მსუბუქი პანელების წყალობით (22,6 კგ მთავარ პანელზე) 
  • ინტეგრირებული სახელურები ადვილად გადასაადგილებლად 
  • დამატებითი ინტეგრირებადი პანელის შემაერთებლები, რომლებიც ზოგავს დროს და შრომას სამუშაო ობიექტზე 


ᲒᲐᲛᲫᲚᲔ 

  • ალუმინის გამძლე კარკასი უზრუნველყოფს Xlife-ის ფანერის ყოველმხრივ დაცვას 
  • Xlife-ის გამძლე ალუმინის კარკასი იძლევა მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას 
  • Xlife-ის ფანერები არის ჩანაცვლებადი, ხოლო ალუმინის კარკასები - მარტივად აღდგენადი 
  • ფხვნილური დაფარვის ალუმინის კარკასის გასუფთავება შესაძლებელია მარტივად 


ᲮᲐᲠᲯᲘᲡ ᲓᲐ ᲓᲠᲝᲘᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲝᲑᲐ 

  • მსუბუქი პანელები და აქსესუარები უზრუნველყოფს სწრაფ სამუშაო პროცესს ობიექტზე 
  • ამწე-დამოუკიდებელი ოპერაციები ზოგავს ამწეს გამოყენების დროს 
  • მაღალი მოქნილობა ფასადში ცვლილებების შესატანად 


ყალიბი მარტივად ადაპტირდება კონსტრუქციასთან, სისტემის პრაქტიკული ბადით.
აქვს ინტეგრირებული სახელურები ადვილად გადაასადგილებლად. 

Doka Xlight არის იდეალური ყალიბი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ არის ხელმისაწვდომი ამწე ან სწრაფი სამუშაო პროცესისთვის მნიშვნელოვანია ინვენტარის სიმსუბუქე.