Doka Frami Xlife

კედლის სისტემა
უნივერსალური საყალიბე სისტემა Frami Xlife განკუთვნილია ბეტონის სამუშაოების საწარმოებლად ნებისმიერი ტიპის კედელზე, სვეტზე და საძირკველზე. 

გამოიყენება ედლების, კოლონების და დიაფრაგმების ფორმირებისთვის.
ეს უნივერსალური სისტემა თავსებადია განსხვავებული ტიპისა და ზომის პროექტებთან.


სისტემა Frami Xlife-ის უპირატესობები:

  • მარტივად და სწრაფად ასაწყობი;
  • მოსახერხებელი, მარტივად გადასატანი, ამავდროულად მყარი;
  • ეკონომიური;
  • გალვანიზირებული ფოლადისგან დამზადებული, მტკიცე ჩარჩოების მქონე, რომლის გამოყენება მრავალჯერ არის შესაძლებელი;
  • მარტივად გამოსაყენებელი;
  • მსუბუქი და მტკიცე, ბეტონის ჩასხმის შემდეგ ადვილად გასაწმენდი;
  • უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პროცესს;
  • ორივე მხრიდან უსაფრთხოების კიბე და მოაჯირები.

გამოყენების სფეროები:

  1.  კედლის ყალიბი
  2.  თაღისებური ყალიბი
  3.  კოლონის ყალიბი
  4.  ცალმხრივი ყალიბი
  5.  ფუნდამენტის ყალიბი 

ტექნიკური დახასიათება და აღწერილობა
Frami Xlife - ის ყალიბების სიგანის 15 სმ-იანი ზრდის საშუალებით მარტივად ერგება ნებისმიერ განლაგებას. პანელები, ჰორიზონტალურ პოზიციაში მოყვანის შემდეგ, დოკას მომჭერის (Frami Clamp) საშუალებით ერთმანეთს მარტივად და საიმედოდ უკავშირდება.
1,20 მეტრიდან 3 მეტრის სიმაღლემდე პანელები ერთმანეთს ადვილად უკავშირდება, რაც სისტემის მუშაობას მოსახერხებელს ხდის.
სისტემას აგრეთვე გააჩნია 2 ზომის უნივერსალური პანელი: 70 სმ. და 90 სმ.
ხუთი სხვადასხვა ზომის სიგანის და ოთხი სხვადასხვა ზომის სიმაღლის მქონე პანელები უზრუნველყოფს ოპტიმალურ მორგებას ნებისმიერ პროექტზე.
1. ყალიბის დასაშვები წნევა 67.5 kN/m2
2. უნივერსალური ელემენტების სიგანე: 90 სმ და 75 სმ