Doka-ს სემინარი

ჯითისიმ და Doka-მ ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში სემინარი ჩაატარა, რომელიც „ალიანს ფრივილიჯის“ სამშენებლო ობიექტის დაათვალიერებით გაგრძელდა.

იხ. ვიდეო რგოლი
გამოფენა Batumi build 2019-ის დღეებში,  ჯითისი ჯგუფმა და დოკამ  სამშენებლო სფეროს წამომადგენლებს სასტუმრო ჰილტონში სემინარზე უმასპინძლა, სადაც დოკას მოწვეულმა ავსტრიელმა სპეციალისტებმა შემდეგ თემებზე ისაუბრეს:
ქარსაცავი სისტემა - Protection Screen Xclimb 60,  რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პროცესს, ნებისმიერ სიმაღლეზე და ნებისმიერ ამინდში.  
 აგრეთვე, უსაფრთხოების სისტემები და ბეტონირების მონიტორინგის სისტემა Concremote, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მივიღოთ ზუსტი და სანდო ინფორმაცია ბეტონის შრობის და სიმყარის შესახებ.  


ჯითისი ჯგუფის ორგანიზებით, მოწვეულმა სტუმრებმა სემინარის შემდეგ ალიანს ჯგუფის გამორჩეული პროექტის „ალიანს ფრივილიჯის“ სამშენებლო ობიექტი დაათვალიერეს.  სადაც მათ საშუალება მიეცათ სამუშაო პროცესში ენახათ და დეტალურად გაცნობოდნენ დოკას ამ ინოვაციურ სისტემებს.
კომპანია ალიანს ჯგუფი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც Doka-ს დამცავ ფარ Xclimb 60 და ბეტონირების მონიტორინგის სისტემა Concremote იყენებს.