დოკა საქართველოში

დოკას შესახებ

ჯითისი ჯგუფი Doka-ს ექსკლუზიური დისტრუბუტორი საქართველოში!

ჯითისი ჯგუფი 2018 წლიდან  მსოფლიოში საყალიბე ინვენტარის წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანია დოკას პარტნიორია.  
2020 წელს  თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და ჯითისის მიენიჭა საქართველოში დოკას ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი.
ჯითისი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელთანაც დოკამ ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულება გააფორმა.

ინჟინერია

ჯითისი ჯგუფი გთავაზობთ სრულ საინჟინრო მომსახურებას, პროექტის მარტივი სტრუქტურული ანალიზიდან ზუსტ გაანგარიშებამდე.  

კონსულტაცია და სწავლება

ჯითისი ჯგუფი  საყალიბე სისტემების სწორი და ეფექტური ექსპლუატაციისათვის გთავაზობთ საინჟინრო გუნდის მომსახურებას. 

საყალიბე სისტემების იჯარა

ჯითისი ჯგუფი გთავაზობთ საყალიბე სისტემების საიჯარო მომსახურებას.  ჩვენს სასაწყობე ბაზაზე ხელმისაწვდომია DOKA-ს ყველა სახეობის საყალიბე სისტემა.

პროცესების ოპტიმიზაცია

Doka-ს სპეციალური ინსტრუმენტები მოგცემთ ბეტონირების ციკლის დაჩქარების, საქონლის მარაგების ოპტიმიზაციის და ყალიბების ეფექტურად დაგეგმარების საშუალებას.