ჩვენს შესახებ

ისტორია


ჯითისი ჯგუფი 2010 წლიდან  საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
დაარსების დღიდან, ჯითისი ზრუნავს რეპუტაციის ამაღლებაზე და  ლოიალური მომხმარებლების ზრდაზე.
ორი ადამიანის მიერ დაწყებული საქმე დღეს აერთიანებს ორმოცდაათ დასაქმებულ პირს.

ხარისხიანი მშენებლობისთვის

პროდუქცია
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ: საყალიბე სისტემებს, სამშენებლო ფანერას, კოჭს, დგარს, ხარაჩოს, უსაფრთხოების სისტემებს და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალებს. ჯითისი წარმოადგენს სფეროს წამყვანი მწარმოებლების, როგორიც არის Doka, Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.
 

სერვისები
ჯითისი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით, სამშენებლო ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი სერვისებით: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურება, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაცია, პროექტზე დასაქმებული პერსონალის გადამზადება, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურება. 
ჩვენი სერთიფიცირებული ინჟინრები და  ყალიბის სპეციალისტები უზრუნველყოფენ მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებას და მონიტორინგს. 
 

დოკა
ჯითისი ჯგუფი 2018 წლიდან მსოფლიოში საყალიბე ინვენტარის წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანია დოკას პარტნიორია. 2020 წელს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და ჯითისის მიენიჭა საქართველოში დოკას ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი.
 

მიღწევები
ჯითისის მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. კომპანიას აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ და ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიასთან. 
 

პრიორიტეტი
კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს პარტნიორების ნდობის შენარჩუნება და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისების შეთავაზება.


დაგეგმეთ და აწარმოეთ მშენებლობა პროფესიონალების გუნდთან ერთად!