დეკემბერი 17 2016 0Comment

ოქროს ვინილი 2016

17 დეკემბერს, GTC-მ დაასპონსორა მუსიკალური დაჯილდოება “ოქროს ვინილი 2016”, რომელიც გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში.

მთავარი პრიზი – „ოქროს ვინილი“, რომელიც მედიაჰოლდინგი „ვინილის“ დამფუძნებლებმა დააწესეს, მუსიკალურ ჯგუფ „ცისფერ ტრიოს“ გადაეცა. მუსიკოსებმა, პრემიის სახით, 10 ათასი ლარიც მიიღეს. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება ყოველწლიურად გაიმართება და „ოქროს ვინილით“ შემსრულებლებისა და ბენდების მიერ მუსიკაში შეტანილი წვლილი აღინიშნება.

Georgian Trading Company მსგავსი ღონისძიებების სპონსორობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

admin