ჩვენს შესახებ

Georgian Trading Company 2005 წლიდან სამშენებლო მასალებისა და დანადგარების იმპორტიორია ქართულ ბაზარზე. ის მომხმარებელს სამშენებლო ფანერებს, კოჭებს, დგარებს, ხარაჩოებს, ყალიბებსა და სხვადასხვა დანიშნულების მასალებს სთავაზობს. GTC-ში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ახალი, ისე მეორადი სამშენებლო მასალები.
კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზება შეღავათიან ფასებში. GTC-ის მიერ მიწოდებული მასალებით აშენდა და დღესაც შენდება უამრავი საცხოვრებელი, სავაჭრო კომპლექსი და სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობა.
კომპანია ფლობს CE და SGS სერთიფიკატებს, რაც მისი პროდუქტის ხარისხიანობის გარანტია.