მაისი 11 2017 0Comment

CAUCASUS BUILD 2017

თბილისში, 16-19 მაისს გაიმართება მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენა (CAUCASUS BUILD 2017). გამოფენა, როგორც სექტორის ყველაზე დიდი ღონისძიება, 15-ზე მეტი ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილით სრულად მოიცავს მშენებლობისა და ინტერიერის დიზაინის სფეროებს.

გამოფენა წარმოადგენს რეგიონის უმსხვილეს ინდუსტრიულ ღონისძიებას, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის მონაწილეებისა და პროფესიონალი დამთვალიერებლების რიცხვს. გამოფენაში ჩვენი კომპანიაც ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებს და ყოველ წელს გამოფენის სტუმრებს ახალ პროდუქტს თავაზობს.

22-ე სამშენებლო გამოფენაზე მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას:
– სამშენებლო და სარემონტო მომსახურება
– სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები
– სამშენებლო მასალები
– არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება
– დიზაინი და პროექტირება
– სახურავი და მოპირკეთება
– გარე სამუშაოები
– ტიხრები, ჭერი, სართულები
– სტრუქტურა, სუბსტრუქტურა
– კიბეები და ბალუსტრადები
– სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება
2016 წლის ძირითადი მონაცემები:
– 106 მონაწილე 12 ქვეყნიდან
– 4000 დამთვალიერებელი საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან
– აქედან 95,1% ინდუსტრიის პროფესიონალია
– მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ჩინეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პოლონეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, აშშ.

admin