მაისი 25 2017 0Comment

Caucasus Build 2017 – მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაში

16-19 მაისს, GTC მონაწილეობას იღებდა მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართა ქალაქ თბილისში. კომპანიის სტენდს, ოთხი დღის განმავლობაში, ასეულობით სტუმარი ეწვია, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინდუსტრიის სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს. სტენდზე გამოფენილი იყო კომპანიის სამშენებლო მასალები, კერძოდ: სლოვენიური წარმოების სამშენებლო კოჭი, რუსული და ესპანური წარმოების სამშენებლო ფანერა, იტალიური წარმოების დგარები, თურქული წარმოების დანადგარები, ყალიბების დამჭერი, სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო აქსესუარები და ა.შ. ოთხი დღის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ შეიძინა ახალი პარტნიორები, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩვენი კომპანიისთვის.

ყველას მადლობას გიხდით ვინც მობრძანდით და ჩვენი სტენდით დაინტერესდით 🙂

admin