მაისი 25 2016 0Comment

Batumi Build 2016 – სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა

9-11 დეკემბერს, GTC მონაწილეობას იღებდა სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ‘შერატონში”. კომპანიის სტენდს, სამი დღის განმავლობაში, ასეულობით სტუმარი ეწვია, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინდუსტრიის სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს. სტენდზე გამოფენილი იყო კომპანიის სამშენებლო მასალები, კერძოდ: სლოვენიური და თურქული წარმოების სამშენებლო კოჭი, რუსული და ინდონეზიური წარმოების სამშენებლო ფანერა, დგარები, თურქული წარმოების დანადგარები, ყალიბების დამჭერი, სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო აქსესუარები და ა.შ.

გამოფენა წარმატებით დასრულდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალით.

 

admin